top of page
NATELAGR_I3A4999.JPG

საქართველოში მდინარეების დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია. დაბინძურებული მდინარე უდიდეს საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას, პირველ რიგშიკი ადამიანის ჯანმრთელობას.
მდინარე კოჩკი მადატაფის ტბიდან იღებს სათავეს და სოფელ გორელოვკას კვეთს, სადაც იგი ნაგავსაყრელადაა ქცეული - მდინარის ნაპირები დაბინძურებულია, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ასევე კანალიზაციით, რომელიც მახლობელი ფერმებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან ჩაედინება.
ფოტოგრაფმა ნათელა გრიგალაშვილმა სამი თვე იმუშავა გორელოვკაში და მის მახლობლად და აღბეჭდა, როგორც მდინარის დაბინძურებული ნაპირები სოფლის ტერიტორიაზე, ასევე მდინარის კალაპოტი სათავიდან სოფლამდე, რომელიც დაბინძურებული ჯერ კიდევ არაა.
მდინარე კოჩკი ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მდგომარეობაშია საქართველოში მდინარები.

პროექტი განხორციელდა REC Caucasus-ის მხარდაჭერით.

bottom of page