top of page

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგრაფიის ვორქშოპი

ტყიბული

──────────────────

OPEN CALL – ფოტოგრაფიის ვორქშოპი ტყიბულში 

 

ცხოვრობ ტყიბულში და გაინტერესებს ფოტოგრაფია, ვიზუალური თხრობა და ფოტოჟურნალისტიკა?

შემოუერთდი 7-დღიან ვორქშოპს, რომელსაც გაუძღვება ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი. ვორქშოპი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ფოტოჟურნალისტიკისა და ვიზუალური თხრობის საფუძვლების შესწავლაში და პირადი ისტორიების გადმოცემის უნარების განვითარებაში.

ვორქშოპის ფარგლებში, პრაქტიკულ-თეორიული სწავლების მეთოდით, მონაწილეები იმუშავებენ საკუთარი ფოტო პროექტების განვითარებაზე — თემაზე, რომელიც მათ პირად გამოცდილებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება.

დეტალები

  • ვორქშოპში მონაწილეობა უფასოა

  • ვორქშოპი ჩატარდება 1-7 ივნისს

  • მისამართი: ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; გამსახურდიას ქ. 12

რეგისტრაცია 

ვორქშოპში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ:

  • პროექტის იდეა, რომლის განვითარებაზეც იმუშავებენ ვორქშოპის ფარგლებში (PDF/WORD დოკუმენტი, არაუმეტეს ერთი გვერდისა)

  • პორტფოლიო

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: cultureandcontacts@gmail.com

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 30 მაისი. 

შერჩეული კანდიდატები შეტყობინებას მიიღებენ რეგისტრაციის დასრულებამდე. 

ვორქშოპი ტარდება CULTURE & CONTACTS-ის მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში,  ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

 

 

──────────────────

Connor Hamilton (2).jpg

კულტურა და კონტაქტები

🕻     +995 595 59 60 30

🕻     +995 593 92 73 69

  • Instagram
  • Facebook
bottom of page