top of page
NATELAGRDSCF7270.JPG

ფოტოკლუბები სოფლად - პანკისის ხეობა და მაღამთიანი აჭარა

2018-2019 წლებში პროექტმა "ფოტოკლუბები სოფლად" მოიცვა საქართველოს მუსლიმი თემებით დასახლებული ორი რეგიონი - პანკისის ხეობა (სოფლები ომალო და ხალაწანი) და ზემო აჭარა (ღორჯომის ხეობა).

პროექტის - „ფოტოკლუბები სოფლად“ შექმნის იდეა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ამ იდეის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გრიგალაშვილი საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში ქმნის ჯგუფებს, რომლებშიც ერთიანდებიან ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადგილობრივები და შეისწავლიან მას ნათელა გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით.

 

პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ხელოვნების საშუალებით თემის წევრთა გაერთიანება და გაძლიერება, იმ შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესებით, რომლებიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მანძილზე ჯგუფის წევრები შეისწავლიან ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნების დარგს - ეცნობიან მის პრაქტიკულ და თეორიულ მხარეებს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს - მოწვეული არტისტებისა და კურატორების მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ლექციებს, ფილმების ჩვენებებსა და გამოფენებს სხვადასხვა ქალაქებში.

პროექტი განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.

კულტურა და კონტაქტები

🕻     +995 595 59 60 30

🕻     +995 593 92 73 69

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page