top of page
NATELAGRDSCF0177.JPG

ფოტოკლუბები სოფლად - პანკისის ხეობა

პროექტის "ფოტოკლუბები სოფლად" მეორე ეტაპი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში, პანკისის ხეობაში 2015-2016 წლებში განხორციელდა. ამ პროექტი მოიცავდა სოფლებს დუისსა და ბირკიანს.

პროექტის - „ფოტოკლუბები სოფლად“ შექმნის იდეა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ამ იდეის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გრიგალაშვილი საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში ქმნის ჯგუფებს, რომლებშიც ერთიანდებიან ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადგილობრივები და შეისწავლიან მას ნათელა გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით.

 

პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ხელოვნების საშუალებით თემის წევრთა გაერთიანება და გაძლიერება, იმ შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესებით, რომლებიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მანძილზე ჯგუფის წევრები შეისწავლიან ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნების დარგს - ეცნობიან მის პრაქტიკულ და თეორიულ მხარეებს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს - მოწვეული არტისტებისა და კურატორების მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ლექციებს, ფილმების ჩვენებებსა და გამოფენებს სხვადასხვა ქალაქებში. 

პროექტი განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.

bottom of page