ფოტოკლუბები სოფლად - მარნეული
2021 წელს პროექტი "ფოტოკლუბები სოფლად" განხორციელდა მარნეულში, ქვემო ქართლის რეგიონში, ეთნიკური აჯერბაიჯანებით დასახლებულ სოფელ მალაოღლში და ხულდარაში. პროექტის მონაწილეებს წარმოადგედნენ ახალგაზრდა ქალები და გოგონები.
პროექტის - „ფოტოკლუბები სოფლად“ შექმნის იდეა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ამ იდეის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გრიგალაშვილი საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში ქმნის ჯგუფებს, რომლებშიც ერთიანდებიან ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადგილობრივები და შეისწავლიან მას ნათელა გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით.
პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ხელოვნების საშუალებით თემის წევრთა გაერთიანება და გაძლიერება, იმ შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესებით, რომლებიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მანძილზე ჯგუფის წევრები შეისწავლიან ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნების დარგს - ეცნობიან მის პრაქტიკულ და თეორიულ მხარეებს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს - მოწვეული არტისტებისა და კურატორების მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ლექციებს, ფილმების ჩვენებებსა და გამოფენებს სხვადასხვა ქალაქებში.
პროექტი განხორციელდა "TİKA - თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით".