top of page
X5-ჟიური.png

ფოტოკონკურსი - KIU PHOTO

ფოტოკონკურსი KIU PHOTO ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა, საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარებას და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით. ფოტო კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს 15-დან 30 წლამდე. (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის)

კონკურსის თემა - „საქართველო - ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“.

მონაწილეები თავისუფალნი იყვნენ თემის ინტერპრეტაციაში,  კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში.

ფოტოკონკურსს ჰქონდა სამ ძირითად კატეგორიად:

პროფესიონალი ფოტოგრაფები, მოყვარული ფოტოგრაფები და ერთი კადრის კატეგორია. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ ფულადი პრიზები.

კონკურსის ჟიური: მერიენ გოლონი - გაზეთ The Washington Post-ის ფოტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; ალესია გლავიანო - ჟურნალ Vogue Italia-ს ბრენდის ვიზუალური დირექტორი და ფესტივალ Photo Vogue-ის ხელმძღვანელი; აზუ ნვაგბოგუ - ორგანიზაცია „African Artists’ Foundation (AAF)“-ის დამფუძნებელი და LagosPhoto-ს ხელმძღვანელი; ტომას დვორჟაკი - ფოტოგრაფი და ფოტო სააგენტო Magnum Photos-ს წევრი; ნათელა გრიგალაშვილი - ქართველი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტი.

პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:

I ადგილი - 10 000 ლარი; II ადგილი - 7 000 ლარი; III ადგილი - 4 000 ლარი

პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:

I ადგილი -    7 000; II ადგილი  -  5 000 ლარი; III ადგილი - 3 000 ლარი

პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის:

I ადგილი - 3 000 ლარი; II ადგილი - 2 000 ლარი; III ადგილი - 1 000 ლარი

KIU ფოტოკონკურსის გამარჯვებულები:

პროფესიონალთა კატეგორია: I ადგილი - დათა პატატიშვილი; II ადგილი - საბა გორგოძე; III ადგილი - თამუნა ჩქარეული. 

მოყვარულთა კატეგორია: I ადგილი - მარიამ გიუნაშვილი; II ადგილი - გიორგი დუნდუა; III ადგილი - ნატა ქანთარია.

ერთი კადრის კატეგორია: I ადგილი - ჯუბა ყარმაზანაშვილი; II ადგილი - სანდრო სიამაშვილი; III ადგილი - მანო სვანიძე

bottom of page