top of page
300170594_114444121369065_4192741845875406079_n.jpg

© Misha Kurdadze

ვიზუალური თხრობა ფოტოგრაფიაში - ჯონ სტენმეიერის ვორქშოპი

ორგანიზაცია „კულტურა და კონტაქტების“ ორგანიზებით 7-14 აგვისტოს თბილისში ამერიკელი ფოტოგრაფის - ჯონ სტენმეიერის ვიზუალური თხრობის ვორქშოპი ჩატარდა.

ვორქშოპში მონაწილეობა მიიღო თერთმეტმა ახაგაზრდა ქართველმა ფოტოგრაფმა. ერთკვირიანი ვორქშოპი მიზნად ისახავდა მონაწილე ფოტოგრაფების შინაგან და პროფესიულ განვითარებას, მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობისთვის.

ჯონ სტენმეიერმა და ფოტოგრაფიის კურატორმა - მირიამ გრიგალაშვილმა უშუალოდ იმუშავეს ვორქშოპის თითოეულ მონაწილესთან ვიზუალური ნარატიული ესეების შესაქმნელად. 7 დღის მანძილზე მონაწილეებმა იმუშავეს უკვე მიმდინარე ან საწყის ეტაპზე მყოფი პროექტების განვითარებაზე, იმისთვის რომ ექციათ ისინი სიღრმისეულ, წარმატებულ ფოტო სერიებად. გარდა ამისა, ვორქშოპი მოიცავდა პრაქტიკულ რჩევებს საერთაშორისო ინსტიტუცებთან, გამომცემლობებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებითაც, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს თავიანთი პროექტების საერთაშორისო სცენაზე გასატანად.

ჯონ სტენმეიერი ფოტოსააგენტო „VII” თანადამფუძნებელია და უკვე წლებია თანამშრომლობს ჟურნალებთან Time, National Geographic და სხვ. მას მიღებული აქვს ისეთი გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოები, როგორიცაა World Press Photo (2013), National Magazine Award (2008) და Robert Capa Gold Medal (1999). სტენმეიერის ფოტოპროექტების ძირითადი თემებია ადამიანის უფლებები და პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

bottom of page