top of page
1505096_600206283419409_8479887509057406396_n.jpg

ფოტოკლუბები სოფლად - გორელოვკა

პროექტის - „ფოტოკლუბები სოფლად“ შექმნის იდეა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ამ იდეის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გრიგალაშვილი საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში ქმნის ჯგუფებს, რომლებშიც ერთიანდებიან ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადგილობრივები და შეისწავლიან მას ნათელა გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით.

პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ხელოვნების საშუალებით თემის წევრთა გაერთიანება და გაძლიერება, იმ შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესებით, რომლებიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მანძილზე ჯგუფის წევრები შეისწავლიან ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნების დარგს - ეცნობიან მის პრაქტიკულ და თეორიულ მხარეებს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს - მოწვეული არტისტებისა და კურატორების მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ლექციებს, ფილმების ჩვენებებსა და გამოფენებს სხვადასხვა ქალაქებში.

პირველი პროექტი განხორციელდა ჯავახეთში სოფელ გორელოვკაში 2014 წელს. გორელოვკა მრავალეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული სოფელია სამხრეთ საქართველოში, სომხეთის საზღვრის მახლობლად. გორელოვკაში პროექტს ჰყავდა 20 მონაწილე, 15-დან 65 წლამდე.   

პროექტი განხორციელდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით. 

bottom of page